პროექტის სახელწოდება
|
30-იანი წლების
რეპრესიები საქართველოში
|
პროექტის მთავარი იდეა
|
რა გავლენას ახდენს პოლიტიკური
რეჟიმი ადამიანთა ცხოვრებაზე. როგორია ხელოვანი
ადამიანის ბედი ტოტალიტარულ სახელმწიფოში
|
პროექტის აქტუალობა
|
მოსწავლეები პარალელს
ავლებენ ყოფილ საბჭოთა კავშირში დამკვიდრებულ
ღირებულებებსა და თანამედროვე საქართველოში არსებულ
ძირითად ღირებულებებს შორის.
|
პროექტის მიზნები
|
მოსწავლეები მსჯელობენ, რა
მნიშვნელობა აქვს თავისუფალ აზრს საზოგადოების
განვითარებისთვის. რა პერსპერქტივას უქმნის ყველა
მოქალაქეს დემოკრატიული პოლიტიკური რეჟიმი. მოსწავლეები
გამოყოფენ თანამედროვე საქართველოს სახელმწიფო
ინტერესებს და მსჯელობენ უახლესი პერიოდის ქართველი
პოლიტიკური მოღვაწეების მიერ გადადგმული პოლიტიკური
ნაბიჯების შესახებ.
|
მონაწილეთა ასაკი
|
17-18 წელი მე-12 კლ.
|
ვადები, ხანგრძლივობა
|
10.11. 13-20.12. 13.
|
მოსალოდნელი შედეგები
|
მოსწავლეები წერენ
თხზულებებს თემებზე: „სტალინი- მე-20 საუკუნის
უდიდესი დიქტატორი.“ „საბჭოთა კავშირი -ტოტალიტარული
სახელმწიფო.“ „ხელოვანი ადამიანის ბედი ტოტალიტარულ სახელმწიფოში.“
ფოტოკოლაჟი, ვიდეოფილმი, ინტერვიუ რეპრესირებული
ოჯახების წევრებთან.
|
პროექტისთვის საჭირო
ძირითადი რესურსები
|
სახელმძღვანელო, ინტერნეტი,
ფოტოაპარატი, აუდიო და ვიდეო მოწყობილობა.
|
პროექტის მსვლელობა
|
მოსწავლეები იყოფიან
ჯგუფებად. ზოგი აგროვებს მასალას საპრეზენტაციო თემის
დასაწერად.ზოგი აგროვებს ფოტოებს, ზოგი კი აუდიო
და ვიდეო ჩანაწერებს რეპრესირებულთა ოჯახის
წევრებთან. ბოლოს ეწყობა პრეზენტაცია.
|
საგნებთან კავშირი
|
მოსწავლეები ქართულის
გაკვეთილზე ეცნობიან რეპრესირებული მწერლების
ნაწარმოებებს. მუსიკისა და ხელოვნების გაკვეთილზე
რეპრესირებულ ქართველ ხელოვანთა შემოქმედებას.
|
პროექტის ხელმძღვანელი
|
ირმა მემანიშვილი
|
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
|
irmamemanisvili@gmail.com
|
პროექტის ვებ-გვერდი/ ბლოგი.
|
irmamemanisvili.blogspot.com
|
1
ქულა
|
2
ქულა
|
3ქულა
|
|
მიზანი
|
არ
არის კარგად გამოკვეთილი, ბუნდოვანია
|
ხდება
ერთ მიზანზე ფოკუსირება
|
კარგად
გამოკვეთილი მიზნები, მარტივად აღსაქმელი
|
ორგანიზება
|
სუსტად
ორგანიზებული.
|
გააზრებულია
თანმიმდევრულად, თუმცა იდეებს შორის გადასვლა არის მარტივი.
|
კარგად
ორგანიზებული ფორმატი, ლოგიკური გადასვლა ერთი იდეიდან მეორეზე.
|
შინაარსის
კორექტულობა
|
ხშირად
გვხვდება შეუსაბამო მცდარი ინფორმაცია.
|
ძირითადად
კორექტულია, ზოგიერთი შეუსაბამო ან მცდარი ინფორმაციით
|
სავსებით
კორექტული, ფაქტები ზუსტი და მკაფიო.
|
ენობრივი
გამართულობა
|
ენობრივად
გაუმართავი, ხშირი შეცდომებით.
|
ენობრივად
გამართული, მცირე შეცდომებით.
|
ენობრივად
გამართულია დაცულია პუნქტუაციის ნიშნები.
|
კვლევა
|
კვლევა
არაეფექტურადაა დაგეგმილი, გამოყენებული წყაროები არ
არის სანდო, ანალიზი ზედაპირულია
|
კვლევა
დაგეგმილია, მაგრამ ჯგუფის პოტენციალი მთლიანად
არ არის გამოყენებული, შეზღუდული რაოდენობის წყაროებია გამოყენებული
|
კვლევა
არის დაგეგმილი, გამოყენებულია არაერთი წყარო და
ანალიზი სიღრმისეულია.
|
თვალსაჩინოებები
|
თვალსაჩინოებები
ხშირად შინაარსთან შეუსაბამოა ან არის ჯგუფის
მიერ შექმნილი
|
თვალსაჩინოებების
კავშირი შინაარსთან ნათელია, მაგრამ ერთფეროვანი.
|
მრავალფერვანი,
შინაარსის შესატყვისი, აკურატულად შესრულებული
|
შემოქმედებითობა
|
მცირე
შემოქმედებითი ენერგიის დანახარჯი ჯგუფის მხრიდან.
|
ზოგჯერ
ჩანს ჯგუფის ორიგინალური აზრები, რაც ეხმარება პროექტის უკეთ
წარმოჩენაში
|
ჩანს
ჯგუფის ორიგინალობა, სიახლე და თავისებური ხედვა, რაც
პროექტს საინტერესოს ხდის
|
კავშირები
საგნებთან
|
არ
ჩანს ჯგუფის კავშირი საგნებთან, გვხვდება ფაქტების უზუსტო ინტერპრეტირება
|
მოსაზრებები
დაკავშირებულია ერთი ან ორი საგნიდან მიღებულ ცოდნასთან.
|
მთავარი
მოსაზრებები უკავშირდება სხვადასხვა საგნიდან მიღებულ ცოდნას.
|
დასკვნები
|
არ
არის ჩამოყალიბებული დასკვნები
|
დასკვნები
ჩამოყალიბებულია, მაგრამ არ არის მკაფიო
|
დასკვნებში
არის სიახლე, ჩამოყალიბებულია მკაფიოდ.
|
პრეზენტაცია
|
ეფექტურად
არ არის წარმოჩენილი პროექტის არსი, უჭირს აზრის ჩამოყალიბება და პასუხის
გაცემა.
|
ბუნდოვნად
აყალიბებს პროექტის არსს, იყენებს თვალსაჩინოებებს, პასუხობს შეკითხვებს.
|
ნათლად
ჩამოყალიბებულია პროექტის არსი, მკაფიო მეტყველება, ძირითადი იდეები გაშლილია,
პასუხობს ყველა კითხვას, იყენებს თვალსაჩინოებებს.
|