Saturday, 16 November 2013

პროექტის გეგმა

პროექტის აქტუალობა - მოსწავლეები პარალელს ავლებენ ყოფილ საბჭოთა კავშირში დამკვიდრებულ ღირებულებსა და თანამედროვე საქართველოში არსებულ ძირითად ღირებულებებს შორის;
პროექტის მიზნები - მოსწავლეები მსჯელობენ თუ რა მნიშვნელობა აქვს თავისუფალ აზრს საზოგადოების განვითარებისთვის. რა პერსპექტივას უქმნის ყველა მოქალაქეს დემოკრატიული პოლიტიკური რეჟიმი;
მოსწავლეები გამოყოფენ თანამედროვე საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს და მსჯელობენ უახლესი პერიოდის ქართველი პოლიტიკური მოღვაწეების მიერ გადადგულ პოლიტიკური ნაბიჯების შესახებ;
ასაკი - 17-18 წელი, მეთორმეტე კლასი.
ვადები - ერთი თვე;
შედეგი - თხზულება თემებზე: „სტალინი მეოცე საუკუნის უდიდესი დიქტატორი“;
„საბჭოთა კავშირი ტოტალიტარული სახელმწიფო“; „ხელოვანი ადამიანის ბედი ტოტალიტარულ სახელმწიფოში.“
ფოტოკოლაჟი; სლაიდ შოუ, ინტერვიუ.
რესურსი - სახელმძღვანელო, ინტერნეტი, ფოტოაპარატი, კომპიუტერი, პროექტორი, დინამიკები.
პროექტის მსვლელობა - მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად:
წერენ თემებს; იღებენ ინტერვიუს; ქმნიან სლაიდ შოუს; იღებენ ფოტოებს.
კავშირი საგანთან - მოსწავლეები ქართული ენის გაკვეთილზე ეცნობიან რეპრესირებულ მწერალთა ნაწარმოებებს;
მუსიკისა და ხელოვნების გაკვეთილებზე - რეპრესირებულ ქართველ ხელოვანთა შემოქმედებას.

პროექტის ხელმძღვანელი: ირმა მემანიშვილი.
ელექტრონული ფოსტა: irmamemanishvili@gmail.com
ბლოგის მისამართი:



No comments:

Post a Comment